მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ხანძრის შედეგად 11 თვის ჩვილი გადაარჩინა, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გააგზავნიან

​ მეხანძრე-მაშველს, ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ხანძრის შედეგად 11 თვის ჩვილი გადაარჩინა, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გააგზავნიან. ეს გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მიიღო და ალექსანდრე შუკვანს შეხვედრისას გააცნო. ამასთან, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის, მეხანძრე-მაშველს, ალექსანდრე შუკვანს მადლობა გადაუხდა. ალექსანდრე შუკვანს ფულადი ჯილდოც გადაეცემა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ალექსანდრე შუკვანს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო კურსით საზღვარგარეთ გაგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები