ნინო ლაცაბიძემ მეხანძრე გმირს მადლობის სიგელი გადასცა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე წარმომადგენლობის ოფისში, 2 აგვისტოს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის გმირს, ალექსანდრე შუკვანს შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა.
„გვინდოდა, ჩვენი უბნის სახელით, ახალგაზრდა გმირისთვის მადლობა გადაგვეხადა, რომელმაც 11 თვის ჩვილის ალმოდებული სახლიდან გამოყვანა შეძლო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთმა ადამიანებმა ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა იგრძნონ“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი აღნიშნულ სამსახურში 19 წლის ასაკიდან მუშაობს. მან მაჟორიტარს თანადგომისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები