მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან მთის ჩამოშლის შედეგად, არავინ დაშავებულა

მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან მთის ჩამოშლის შედეგად, არავინ დაშავებულა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს, ჩამოშლილმა მთის მასამ წყლის დაგუბება გამოიწვია.
„ვითარების შესაფასებლად, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. პრევენციის მიზნით, გადაკეტილია ხეობისკენ მიმავალი გზა და მიმდინარეობს ადგილზე არსებული ვითარების შესწავლა. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შსს-ს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
მთის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. ვითარება ექვემდებარება კონტროლს, არც ერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მზად არის, მოახდინოს მყისიერი რეაგირება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები