საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე, სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, განათების სისტემა მოეწყო, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანების ზოლებში კი რულონური ბალახის საფარი დაიგო.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, რომლის დროსაც სხვადასხვა სახის მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.
„ჩვენი მიზანია, საბურთალოზე რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი არსებობდეს. წლების განმავლობაში, ეს ადგილი მოუწესრიგებელი იყო. ახლა კი მოსახლეობა განახლებულ, კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტი რომელიც 180 000 ლარით დაფინანსდა, გამგეობის დაკვეთით, კომპანია შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები