სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან მასა ჩამოიშალა

სვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან მასა ჩამოიშალა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, მყინვარ ლეხზირზე არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან.
„სავარაუდოდ საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან), რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება. ამ ეტაპზე, დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა, ვიდრე სპეციალისტებისგან ინფორმაცია არ გვექნება“,- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები