„ბახმაროს თასი 2018“ – 19 აგვისტოს ევროპის ყველაზე მაღალ კურორტზე სიურპრიზები გელით

19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე, კურორტი ბახმარო, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, ტრადიციულ დოღს უმასპინძლებს. წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია „წყალი მარგებელია“, რომელმაც მისი ერთ-ერთი ბრენდის – წყაროს წყალი „ბახმაროს“ სახელობის თასი დააწესა.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზ,ე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი მონაწილეობს.
წელს, “წყაროს წყალი ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის – სს “წყალი მარგებლის” თაოსნობითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ბახმაროს თასი 2018 ჩატარდება. “წყაროს წყალი ბახმარო” და “ნაბეღლავი” ტრადიციულ დოღს ორგანიზებულ ფორმას მისცემენ და შესაბამისად, ხელს შეუწყობენ უნიკალური კურორტის, ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.
„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, “წყაროს წყალმა ბახმარომ” ფულადი საპრიზო ფონდი დააწესა და მონაწილეებს საინტერესო სანახაობასა და უამრავ საჩუქარს ჰპირდება. გარდა ამისა, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.”
ასე რომ, 19 აგვისტოს ყველას ბახმაროს თასზე გელოდებით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს უნიკალური კურორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას“,-აღნიშნა კომპანია „წყალი მარგებლის“ მარკეტინგის მენეჯერმა, ანა ბერიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები