თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც “კვირას” კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანი-დიღმის შემაერთებელი გზის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ფეიქართა, შეშელიძის, წყალსადენის, ლესელიძის, მიქატაძის, ხერგიანის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხიზანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის და სუნდუკიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორიაონის, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 I, III, IV, X კვარტლების, ვარკეთილის დასახლება IV მიკრორაიონის, თრიალეთის, შუამთის, საცხენისის, კალოუბნის, გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და რკინიგზის ჩიხის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას, კანდელაკის, გაგარინის და დარასელიას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და თავხელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ჭრელაშვილის, წერნაკის, ჰოლბრუკის და იუნკერთა ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმიდა ქეთევან დედოფლის გამზირის, პატარძეულის, უჯარმის, კაჭარავას, კაკულიას და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები