მეუფე პეტრე: პრეზიდენტის სინდისზე იყოს „ციანიდის საქმე“ და მამაოს მდგომარეობა

“პრეზიდენტის სინდისზე იყოს „ციანიდის საქმე“ და მამაოს მდგომარეობა”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაცხადა.
მიტროპოლიტმა დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამო, უზენაესი სასამართლოც მწვავედ გააკრიტიკა.
„მათ მოინდომეს, პილატეს მსგავსად, ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში, ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი.
წმინდა სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილების და განჩინების შესაბამისად, და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. პარალელურად წმ. სინოდის კომისიისა, პარლამენტში უკვე არსებულმა კომისიამ, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად, გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში. პრეზიდენტის სინდისზე იყოს ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ.
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები