„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არ ყოფილა“

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არ ყოფილა”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით განუცხადა.
გვრიტიშვილის თქმით, განცხადებები, რომ ნინო გვენეტაძე იყო ზეწოლის ქვეშ, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არ ყოფილა, ამის ჩვენ არც ბერკეტი გვქონია, არც სურვილი. მერწმუნეთ, ეს მიმართულია სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს. თუ რეალურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ფიქრობდა,რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, მაშინვე გადამდგარიყო”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები