საქართველოს მასშტაბით, ტრენინგის – „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის“ განხორციელება დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგს – „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის“ დაესწრნენ.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ინფორმაციით, ტრენინგზე მასწავლებლები საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტულური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს ეცნობიან.

2-დღიან ტრენინგს, ჯამში, 1500 საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გაივლის.

მოდულის წარმატებით გავლის შედეგად, მასწავლებელი 1 კრედიტქულას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები