გიორგი მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა

“საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა”,- ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გაუქმდა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა. მისი თქმით, პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას, გამოითქვა მზადყოფნა, შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები