ხანძარი თბილისში – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად, საოჯახო ნივთები და სახლის 30 კვ.მ ფართობი დაიწვა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ერთ-ერთი სახლიდან მათ მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები