პროექტის მონაწილეებს თემაზე – “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა” ლექცია ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, პროექტის – „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეებს ლექცია თემაზე – “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა” ჩაუტარდათ.
როგორც „კვირას“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ლექციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით მიზნებზე და ასევე, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო თეორიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების კონცეფციის, გარემოსდაცვითი მიზნებისა და საქართველოში მათი განხორციელების შესაძლებლობების შესახებ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები