მაშველებმა მტკვარში ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედრის პოვნა შეძლეს

თბილისში, მტკვარში, 20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს უკვე მეორე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად, მაშველებმა ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედრის პოვნა დღეს შეძლეს.
როგორც ცნობილია, ძმები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოები გუშინ 15:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა. დღეს კი მათი ძებნა დილიდან განახლდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები