ფოთში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ფოთში, ძლიერი წვიმის შედეგად, სახლები დაიტბორა, ათეულობით ოჯახს დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მსგავსი პრობლემა ყოველი წვიმის ბოლოს იქმნება. ისინი ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო, წყლის გატარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დანელიასა და პუშკინის ქუჩებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები