საფრანგეთში, ლტოლვილთა ცენტრში საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა

საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითი განთავსების ცენტრში, საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა. ის თავშესაფრის თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას და გულგრილობას აპროტესტებს. ინფორმაცაის 1tv ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქის თქმით, მას მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ცენტრში უარს ეუბნებიან წამლების მიცემასა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. მისი თქმით, დაავადება 21 ივლისს, დაკავებისთანავე დაუდგინეს. საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ მას ერთი ოპერაცია საფრანგეთში გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომაროება გაუარესდა.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩემი მკურნალობა საქართველოში, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ძალიან ძვირი დაჯდება და გადახდას ვერ შევძლებ“, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე. თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 300 ადამიანს, მათ შორის ქართველებს, რომლებიც გერმანიაში სადეპორტაციო ბანაკში იმყოფებოდნენ, პოლიციამ სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბანაკში მყოფთაგან ერთ-ერთის მეგობარი ავრცელებს. მისივე განმარტებით, ბანაკში არ უშვებენ ადვოკატებს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა მოხდა ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები