ირაკლი აბუსერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

ისნის №8 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ, ამავე რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ წევრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მოქალაქეებთან მიღება გამართა. შეხვედრას ესწრებოდა ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძეც.
მოსახლეობამ დეპუტატს დახმარება ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით სთხოვა. ირაკლი აბუსერიძე გაეცნო მათ საჭიროებებს, კონსულტაცია გაუწია სხვადასხვა დარგის მიმართულებით და შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა.
ირაკლი აბუსერიძე, პარალელურ რეჟიმში, გასვლით შეხვედრებს მართავს, ადგილზე ეცნობა რაიონში არსებულ მდგომარეობას და მონიტორინგს უწევს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვხვდებით მოქალაქეებს, ვიზიარებთ მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მზად ვართ, რომ გამოწვევებს ვუპასუხოთ და მოსახლეობას შევუქმნათ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები