საგრანტო კონკურსის რეგისტრაცია 10 აგვისტომდე გაგრძელდა

საგრანტო კონკურსში – „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესება“ განაცხადების მიღების ვადა 10 აგვისტომდე გაგრძელდა. საგრანტო კონკურსის მიზანია ქვემო ქართლის, კახეთისა და თბილისის საჯარო სკოლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი 110 000 (ას ათი ათას) ლარს შეადგენს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას, მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებას, სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.
საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 31 ივლისიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე იწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები