„ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა (ვიდეო)

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო-სარემონტო მიმართულების ბრიგადამ ითხვისიდან ცენტრალური გამამდიდრებელი ფაბრიკების მიმართულებით, საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულეს. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, გზის ის მონაკვეთები აღადგინა, რომელიც უამინდობის დროს გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ჯამში, აღდგენილია 7 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი, მკვეთრ მოსახვევებში დამცავი ბარიერები მოეწყო.
“შექმნილია სპეციალური ბრიგადა, რომელიც რეაბილიტაციას ჩაუტარებს სატვირთო საბაგირო გზის ქვეშ მდებარე დამცავ ტერასებსაც, ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა. აღნიშნული პროექტების განხორციელების თხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზს“ მოსახლეობამ მიმართა. ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს, ადგილობრივების თხოვნა გაითვალისწინოს და ამ შემთხვევაშიც დავეხმარეთ მათ“, – განაცხადა მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან აბრამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები