სერგეენკო NDI-ის კვლევაზე: სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ NDI-ის კვლევის შეფასებისას, განაცხადა, რომ სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე. მისივე თქმით, არჩევნები ყველაფრის მაჩვენებელია.
“არაფერი პირადული NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან, არავითარი პრეტენზია NDI-ს ინსტიტუციასთან არ მაქვს, მაგრამ მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში მომიწია ყოფნა, მნიშვნელოვანი განსხვავებებია ხოლმე წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის. ასე რომ, მე, უბრალოდ, არ მაქვს პასუხი გარდა იმისა, რომ არჩევნებია ყველაფრის მაჩვენებელი”, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები