NDI: გამოკითხულთა 59% „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% ე.წ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს, ხოლო 5% – უარყოფითად.
კვლევაში მოსახლეობას დაუსვეს კითხვა: პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანიცაა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობასა და მკვლელების დაფარვაში დამნაშავე პირთა სიის შექმნა. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და სანქცია ამ ხალხის წინააღმდეგ. როგორ შეაფასებდით ამ რეზოლუციას?
გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს​. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები