NDI: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% კი „ნაციონალური მოძრაობისას“

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმრავლესობამ – 32%- მა არ იცის, რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას, 12% მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა , 10% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% – გიორგი მარგველაშვილს, 6% – დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7% კი სხვა კანდიდატებს.

კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს​. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები