NDI: ბოლო ათ წელიწადში, სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვისა და ქალთა უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა

NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში, გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა, 31%-ს მიაჩნია, რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, 19%-ის აზრით, გაუარესდა;
ასევე, 43% ფიქრობს, რომ ბოლო ათ წელიწადში, გაუმჯობესდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 23%-ს მიაჩნია, რომ ვითარება არ შეცვლილა, 31%-ის აზრით, გაუარესდა;
გამოკითხულთა 39% კი მიიჩნევს, რომ ბოლო ათ წელიწადში, ვითარება გაუმჯობესდა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, 33%-ს მიაჩნია, რომ არაფერი შეცვლილა, 19%-ის აზრით, გაუარესდა. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები