NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდაა

NDI-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები ( 51%), სიღარიბე (32%) და ფასების ზრდა/ინფლაციაა (28%). ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.
კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები