სამგორის რაიონში ოთხი სკვერი ეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერი ეწყობა. მათ შორის, ბოგდან ხმელნიცკის N181-ის მიმდებარედ, სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება.
„ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე, განათების ბოძები მონტაჟდება. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩაზე, N60-ის მიმდებარედ“,- აცხადებენ მერიაში.
მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დაათვალიერა. სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები