ქართველი მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, ფიზიკაში მოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPhO) დასრულდა, სადაც საქართველო მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრებით იყო წარმოდგენილი. ასპარეზობაზე ზურაბ ჯაშმა (ვეკუას სკოლა) საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურ ოლიმპიადაზე ინდონეზიაში, ზურაბი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებს – დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს.
„ქართველი მოსწავლეების შედეგი მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკის სასწავლო ოლიმპიადა სასკოლო კონკურსებს შორის ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში და წელს მასში 80 ქვეყნის 400 მოსწავლე მონაწილეობდა. სამინისტროს სახელით, ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს – გიორგი დალაქიშვილს, გრიგოლ ფერაძეს და დავით ნიშნიანიძეს“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები