როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მდგომარეობა, რომელმაც პრესკონფერენციისას გონება დაკარგა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც პრესკონფერენციისას გონება დაკარგა, თავს უკეთ გრძნობს.
როგორც „კვირას“ ადვოკატის თანაშემწემ თეონა ფურცელაძემ განუცხადა, მიხეილ რამიშვილი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „რეგიონულ ჰოსპიტალშია“ მოთავსებული და სათანადო გამოკვლევები უტარდება.
„მიხეილ რამიშვილი თავს უკეთ გრძნობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე შესაბამისი გამოკვლევები უტარდება“, -აღნიშნა ადვოკატის თანაშემწემ.
ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, პრესკონფერენციისას გონება დაკარგა.
ადვოკატი ჰოსპიტალში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები