გრიგოლეთში 48 წლის ქალს ეძებენ – „წერილი ამტკიცებს, რომ ზღვაშია შესული“

სამართალდამცველები, უკვე მეხუთე დღეა, სამტრედიელ 48 წლის ქალბატონს ეძებენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკარგულმა ქალბატონმა წერილი დატოვა.
„მხოლოდ ჩემი შვილის პოვნა მინდა. წერილი ამტკიცებს, რომ ზღვაშია შესული. დიდი შტორმი ყოფილა და ხალხი სანაპიროზე არ ყოფილა. შესულია ზღვაში და მერე არაფერი არ ვიცით” – ამბობს დაკარგული ქალის დედა მაია შარტავა.
ამასთან, ოჯახის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ ქალმა ტკივილებს ვერ გაუძლო და გადაწყვეტილება მიიღო.
„მგონია, რომ ვერ გაუძლო ტკივილებს, დაღლას და ამ ყველაფერმა გადააწყვეტინა ასე მოქცეულიყო. რატომ გააკეთა ეს, ნამდვილად არ ვიცი. წერილი არის ჩვენი საფუძველი. თუ ვინმემ შენიშნეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით“ – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
გაუჩინარებული ქალის კუთვნილი ავტომანქანა გრიგოლეთში სანაპიროსთან იპოვეს.
სამტრედიის პოლიციასთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში გურიის პოლიციაც ჩაერთო. გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები