იმერეთში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე-გუბერნატორთან, იოსებ ხახალეიშვილთან და ტყიბულის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან ერთად საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნა.
აღნიშნული ბილიკი გრიგოლ დალაქიშვილმა მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. დღეს მოხალისეებმა ფეხით 13 კილომეტრი გაიარეს და ცუცხვათში კარვებში დაბინავდნენ. საფეხმავლო ტურისტული ბილიკის ფარგლებში ხვალ დილით ისინი ლაშქრობას გააგრძელებენ და ტურისტულ მარშუტს ახალსოფლის წყალსაცავთან დაასრულებენ.
,,იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს უნდა აღვნიშნო, რომ ამ მარშუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდება გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია“,- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
პროექტის ფარგლებში ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები