რა შემთხვევაში დააყადაღებს აღმასრულებელი სხვისი ვალის გამო თქვენს ქონებას

რა შემთხვევაში დააყადაღებს აღმასრულებელი სხვისი ვალის გამო თქვენს ქონებას – ამის შესახებ ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს.
იურისტების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პირი ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც მოვალეს აქვს იურიდიული მისამართი მოვალის შეუსრულებელი ვალდებულების გამო, შესაძლებელია მოხდეს მისი მოძრავი ნივთების დაყადაღება.
თუ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების პროცესში მოქალაქე განაცხადებს პრეტენზიას აღმასრულებელთან. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი კუთვნილ ქონებას დაყადაღებული ნივთების სიიდან ამორიცხავს მხოლოდ კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში.
თუ მოქალაქის მოძრავ ნივთებს უსაფუძვლოდ დაედო ყადაღა, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგანგათავისუფლება. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოთ ქონების რეალიზაციის შეჩერება.
სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მოქალაქეს შეუძლია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები