მარიამ ჯაშმა თსუ-ს მეასე გამოშვების ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

„უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წელს 4600 პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის, 500-მდე აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები