თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს,  თბილისის ზოგიერთ უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „კვირას“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ბაქოს ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის და საბჭოს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, სამგორი II დასახლების II ქუჩის, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გახოკიძის, მაისურაძის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის და დამპალოს ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების და ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის (ნაწილობრივ) და ფიროსმანის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, სხვიტორის და ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის და არალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა შინდისის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის (ნაწილორივ) მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, მეტეხის, ჩეხოვის, რუისის და ჯორბენაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები