დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხრა ამხანაგობის პროექტი დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსში ქანობიანი სახურავი მოეწყო და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები. ქანობიანი სახურავი, ასევე, გაკეთდა ბათუმის ჩიხის N5-სა და ლებანიძის ქუჩის N4-ში.
წინამძღვრიშვილის ქუჩის N200-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსსა და მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა.
დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-4 კორპუსში, ასევე წერეთლის გამზირის N12-სა და აგლაძის ქუჩის N26-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ბრტყელი სახურავი მოეწყო“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების საერთო ღირებულებამ 83 450 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები