საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება – მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გაუქმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია, არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები