ევროპის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მორიგი თანამშრომლობითი ხელშეკრულება გაფორმდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ევროპის საბჭოს შორის მორიგი თანამშრომლობითი ხელშეკრულება გაფორმდა.
ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივამ მოიპოვა. კონკურსი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსებას ისახავდა მიზნად.
ახალი თანამშრომლობითი პროექტი გულისხმობს სკოლებისთვის დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს უფრო უკეთ გაცნობას და მასწავლებლებისთვის დამხმარე პრაქტიკული რეკომენდაციების, აქტივობების, სტრატეგიების შეთავაზებას, რათა სხვადასხვა საგნისა და საფეხურის პედაგოგმა, საკუთარი საგნის სწავლების პარალელურად, შეძლოს გაკვეთილზე დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებზე მუშაობაც. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ კოლეგებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან სკოლებში დემოკრატიული კულტურის ხელშესაწყობად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები