გრიგოლეთში, ზღვამ 60 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სანაპიროზე ადგილობრივმა იპოვა და მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს და სამართალდამცავებს შეატყობინა.
სავარაუდოდ, გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ აჭარაში მდინარე ჭოროხში დაიხრჩო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები მთელს სანაპიროზე მიმდინარეობდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გრიგოლეთის მონაკვეთზე, ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი მამაკაცის იდენტიფიცირებისა და გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები