გულია გოცირიძის შუამდგომლობით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის შუამდგომლობით კლინიკა „მედიკმა“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.
აქციის ფარგლებში, მაჟორიტარის ოლქში მცხოვრებ 65 მოქალაქეს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის მაჩვენებლის კვლევა ჩაუტარდა, ასევე შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციები გაეწიათ.
როგორც გულია გოცირიძემ აღნიშნა, მაჟორიტარის ბიუროს მოქალაქეები ხშირად აკითხავენ უფასო სამედიცინო გამოკვლევების თხოვნით. ამიტომ დეპუტატის შუამდგომლობით აღნიშნული აქციები სექტემბრის თვიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და პერმანენტულად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები