გუგა ქაშიბაძის რჩევები რუჯის მოყვარულებს – „ადგილობრივად დამზადებული მალამოები არ წაისვათ“

„კანი, რომელიც მიდრეკილია დიდი ზომის ხალებისკენ, გირჩევთ მზეს მოარიდოთ“ – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, გუგა ქაშიბაძე გამოცემასთან აცხადებს, მის პრაქტიკაში ხშირია ისეთი პაციენტები, რომლებიც გარუჯვის გამო, შვებულებას დამწვრობის ცენტრში ატარებენ.
გარდა ამისა, გუგა ქაშიბაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გასარუჯად ლეღვის ნახარში არ გამოიყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გარუჯვის სურვილი იმდენად დიდია, რომ ზაფხულის მზეს არ ერიდებიან, იგი დამსვენებლებს მარტივ ტესტს სთავაზობს.
„ჩაატარეთ მარტივი ტესტი – როდესაც ზღვაზე გახვალთ, საკუთარ ჩრდილს დააკვირდით, როცა ჩრდილი დამოკლდება ან საერთოდ ვეღარ დაინახავთ, ე.ი. მზე ზენიტშია, რაც გარდაუვალ დამწვრობას ნიშნავს. 11-დან 5 საათამდე მზის გულზე დარჩენა არასასურველია. თუკი, იმ პერიოდში მაინც მოგიწევთ ღია ცის ქვეშ ყოფნა, ყოველ ორ საათში ერთხელ, კანის დამცავი კრემი წაისვით. მოსახლეობა დამწვრობის დროს აქტიურად იყენებს არაჟანს, მაწონს, იოგურტს, კვერცხს და ასე შემდეგ, განსაკუთრებით საშიშია საჭმელი სოდა, რომელიც ჭრილობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქიმიურ დამწვრობას იწვევს. მზის გულზე ადამიანი დამწვრობას ვერ გრძნობს, სახლში დაბრნებული კი, მაშინვე მიხვდებით, რომ დამწვარი ხართ. პირველ რიგში მიიღეთ ტკივილგამაყაჩუბელი, რათა კანის დაჭიმულობით გამოწვეული დისკომფორტი და ტკივილი მოგეხსნათ. ამის შემდეგ კი წაისვით ლოსიონი, ქაფი ან კრემი. ამასთან, გირჩევთ, რომ ადგილობრივად დამზადებული მალამოები არ წაისვათ და აფთიაქებში დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებს მიანიჭოთ უპირატესობა“ – აცხადებს გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები