აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 120 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია

აღსრულების ეროვნული ბიურო, 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2018 წლის იანვრიდან, ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ, 121 670 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს.
„შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 95 779 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 24 981 მოქალაქეს; პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 910 შეკითხვას.
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა“, – აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები