მამუკა ბახტაძე: ვამაყობთ ნიკოლოზ ბასილაშვილით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP-ს ტურნირის მოგებას ულოცავს.

„ნიკა ბასილაშვილს ვულოცავ ჩოგბურთში გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებას. ნიკა, ვამაყობთ შენით!“, – წერს მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის (ATP) ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები