იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით 10 საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობას ეხება.

საბჭო საერთო სასამართლოების შესახებ კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელებს. გარდა ამისა, დღის წესრიგში რამდენიმე ტექნიკური საკითხის განხილვაც არის ჩანიშნული. საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები