თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ჩალიპირების, მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, დემეტრე თავდადებულის, ჭიაურელის, პეტრიწის და ფერაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ასევე, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

“თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონსაც – გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის, თვალჭრელიძის, გორკის, ქვლივიძის და გოცირიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალ. ჭავჭავაძის, არსენას, ვეძინის, ქიქოძის, რიწის, ცხემის, კაკაბაძეების, მთაწმინდის, ყიფიანის, მესხის, რაზმაძის, ცხვედაძის, ტაბიძის და აბაშიძის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

რაც შეეხება ისნის რაიონს, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის  გამზირის (ნაწილობრივ), მახათას, ალადაშვილის, მთავარანგელოზის, დმანისის, მარტყოფის, ობსერვატორიის, ერისთავის, აბულაძის, წურწუმიას, ირბახის, ნასაკირალის და გურჯაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში კი 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლების,  ილურიძის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქსოვრელის, ქართლის, მაღალაშვილის, ცოდნისკარის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჩარგლის, ურეკის, შატილის, საჩხერის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის და ირემაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ასევე, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს –   ვარკეთილი-3 X კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში კი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, წავკისის და ამაღლების ქუჩების  მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”,- ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები