„ქართული ოცნება“: ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტი ადიგენში ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია. ამასთან, პოლიტიკური გაერთიანება ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სიმონ პარუნაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც პარუნაშვილმა აღნიშნა, ზურაბ შაინიძეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობა არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები