სოფელ შრომაში დაუდგენელი ჯიშის ქვეწარმავალი გამოჩნდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დაახლოებით ერთი თვეა, დაუდგენელი ჯიშის ქვეწარმავალი გამოჩნდა. ხალხი ამტკიცებს, რომ სამი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალი შინაურ ცხოველს და ფრინველს ანადგურებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეწარმავალი ყველაზე ხშირად სოფლის ფერმის ტერიტორიაზე ჩნდება, დაახლოებით 3 მეტრის სიგრძისაა და განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. სოფელ შრომის მოსახლეობა ამბობს, რომ ღამე იარაღით სძინავთ, რადგან იყო შემთხვევა, როდესაც გველმა საკბენად ადამიანზეც გაიწია.
ფერმის მეპატრონემ დასახმარებლად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე დასახმარებლად არავინ მოსულა.
წყარო: „რუსთავი 2“.
ფოტოზე არ არის აღბეჭდილი აღნიშნული რელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები