თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიტანეს. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები