პოლიციამ ვერტმფრენით 11 წლის მოზარდი ხევიდან ამოიყვანა

სამართალდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მთათუშეთში არასრულწლოვანი ხევიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 29 ივლისს, შევიდა შეტყობინება, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 2007 წელს დაბადებული დ.ბ. 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მალევე მოახერხეს. ამ დროისთვის, დ.ბ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები