ურეკში, აგრო-ტურისტული ფესტივალი – „გურია 2018“ გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო-ტურისტული ფესტივალი – „გურია 2018“ გაიმართა. ფესტივალის მიზანს ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციისა და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებელთა ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა, ასევე, მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ და კოოპერატივის წარმომადგენლებმა, რომლებიც აწარმოებენ თაფლს, ჩაის, ლურჯ მოცვს, მარწყვს, ნერგებს, ღვინოს, მინერალურ – ტკბილ სასმელებს და ა.შ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ და პროექტის დირექტორმა, ნანა თავდუმაძემ ფესტივალში მონაწილეობისა და ქართული პროდუქციის წარმოებისათვის ყველა მონაწილეს „მადლობის სიგელი“ გადასცეს.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ “გურიის განვითარების კავშირი/Guria Development Union პროექტის – „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ. პროექტს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ და ა(ა)იპ „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ პროგრესის სახლთან” ერთად ახორციელებენ. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAo) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ფესტივალის ორგანიზება კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონულ სამსახურს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები