თსუ-ში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ-ს ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კედლებში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ყველაზე დიდი სამომავლო ინვესტიციაა, უმნიშვნელოვანესი კაპიტალია, თქვენი პირადი, პროფესიული თუ საზოგადოებრივი თვითრეალიზაციისთვის, თითოეული თქვენგანის წარმატება კი ჩვენი ქვეყნის საერთო წარმატებაში შეტანილი წვლილია“, – მიმართა სტუდენტებს მიხეილ ბატიაშვილმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წელს 4600 პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის 500-მდე აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები