ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“მაგისტრალური არხის 2,5 კმ-იანი მონაკვეთი მცენარეებისგან გაიწმინდა, გაკეთდა ლითონის მილხიდები და მოეწყო საექსპლუატაციო გზა, გაიჭრა ახალი სადრენაჟო-საკოლექტორო და საირიგაციო დანიშნულების არხი, რაც დამატებით  350 ჰა მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. სამუშაოების შედეგად, მაგისტრალური არხის ახალმოწყობილი მონაკვეთის ტევადობა და სიღრმე გაიზარდა. პარალელურად, ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის სხვადასხვა მონაკვეთზე ფილტრაციის საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა, რაც მომავალში მიწის ფართობების შესაძლო დამეწყვრას გამორიცხავს”, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები