მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის 2 მოქალაქე გადაარჩინეს (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში აღმოჩნდნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, 54 წლის მამაკაცს კი საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა.
მაშველებმა ტურისტები თეთნულდის მწვერვალიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. პრესსამსახურის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები